Heritage.ge

Title

Georgian Cultural Heritage Information Centre - News

Description

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია საქართველოს მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა დარგის შესახებ კვალიფიციური ინფორმაციის მოპოვება, არქივირება და ამ ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა პოპულარული და სამეცნიერო გამოცემების, გამოფენების, ელექტრონული საშუალებებისა და სხვ. გზით. ცენტრი აწყობს სამეცნიერო-საფიქსაციო ექსპედიციებს საქართველოში და საქართველოს კულტურის ძეგლებზე საზღვარგარეთ, ამუშავებს ინფორმაციას ტიპოლოგიის, ქრონოლოგიის, რეგიონების მიხედვით - პასპორტების, სიების, ანოტაციების და სხვა სახით. ავრცელებს ინფორმაციას განადგურების ან დაზიანების საშიშროების პირას მყოფ ძეგლების შესახებ, ასევე, ორგანიზებას უკეთებს მემკვიდრეობის უნიკალურ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ძეგლთა გადასარჩენ ღონისძიებებს. უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა /ჯგუფთა/, პროფესიონალთა მიერ საქართველოს ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მნიშვნელოვანი ძეგლების უკეთ გაცნობას. ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მემკვიდრეობის ნიმუშთა დაცვა-აღდგენის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და გაძლიერების მხრივ, ხელს უწყობს "შემეცნებითი" ტურიზმის განვითარებას საქართველოში.

ცენტრის საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი საბჭო 5 კაცის შემადგენლობით, მუშაობას უძღვება აღმასრულებელი დირექტორი, წარმოებულ სამუშაოს ასრულებენ როგორც ცენტრის შტატიანი თანამშრომლები, ისე ტენდერის წესით დროებით აყვანილი სხვადასხვა დარგის პროფესიონალები.

Languages

Georgian (Georgian)

Additional Information

Related Domains



Retrieved from "http://aboutus.com/index.php?title=Heritage.ge&oldid=25908021"